The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ჩიკვაიძე-ემუხვარი

მარიამ ჩიკვაიძე-ემუხვარი
ოფიციალური სახელი:მარიამ ჩიკვაიძე
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1880
გარდაცვ. თარიღი:1943  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზია.

1902 წელს სემინარიის დამთავრების შემდეგ ცოლად გაჰყვა არზაყან (დიმიტრი) ემუხვარს (ემხვარს). ჯვარი დაიწერეს ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში 1906 წლის 5 აპრილს. მარიამ ჩიკვაიძე სათავეში ჩაუდგა აფხაზეთში ქართული ენის სწავლებას და სამურზაყანოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. გარდაიცვალა 1943 წელს. არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის მეუღლე, ვლადიმერ (კუჭიკო, კუჭუჭი) და გივი ემუხვარების დედა.

წყარო: ქედუხრელი რაინდი / ნატო მარშანია.- თბ.,2012.-გვ.231-237


გააზიარე: