The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარტვირი საბაწმინდელი

Other name:საბაწმინდელი
Date of birth:439
Date of death:532
Category:Scientist, Religious leader

Biography

ისტორიამ შემოინახა პალესტინა, იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კმ-ის მოშორებით მდებარე საბაწმინდის ლავრის დამაარსებლის, V -VI საუკუნის მოღვაწის, განსწავლული მეცნიერის მარტვირ საბაწმინდელის მონაზვნის სახელმძღვანელო სახელწოდებით "სინანულისათვის სიმდაბლისა, თქმული ნეტარისა მარტუირი მონაზონისა სხუათა მონაზონთა მიმართ". ამ სასულიერო-სადამრიგებლო ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბერ-მონაზონთათვის ანატომიურ-ფიზიოლოგიური მეცნიერების ცოდნას, რომელიც იმდენად პროფესიონალურ დონეზეა გადმოცემული, რომ, ამ დარგში ავტორის დიდ განსწავლულობაზე მიუთითებს, ნაშრომში შეიმჩნევა რამდენიმე, ფრიად მნოშვნელოვანი მომენტი: 1. იმ დროისათვის საოცარი სიზუსტითა და სიღრმით გამდოცემული ფიზიოლოგიის მეტად რთული საკითხები, 2. ყოველგვარი ცნობისა და საცნობელის მიმღები არის გონება - ტვინი." 3. ნაწარმოებში მოცემულია ანატომიურ-ფიზიოლოგიური და საერთოდ მდიდარი სამედიცინო ტერმინოლოგია. 4. "ნაწარმოებიდან ირკვევა, რომ მაშინდელ საქართველოში ყოფილან განსწავლული ექიმები, მეცნიერნი მკურნალნი", როგორც ამას თვით მარტვირი საბაწმინდელი ამბობს. თვით საბას ლავრაში, სასნეულო ჰქონია და საჭიროებისამებრ ექიმებსაც იწვევდა. ჰქონია, ასევე "წამალი, საკურნებლად წყლულთა"- დაასკვნა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, მკვლევარმა, პროფესორმა მიხეილ შენგელიამ. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : (2 ნაწილად) / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.100-101


Share: