| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1960 წელს. 1961-1964წწ. მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულის" უმც. რედაქტორად; 1965-1966წწ. გაზეთ "ელმავალმშენებლის" რედაქტორად; 1966-1968წწ. იყო ქართული ენციკლოპედიის ტექნიკური რედაქციის გამგე; 1968-1974წწ. იმუშავა, რადიომაუწყებლობის ლიტ-დრამ. გადაცემების რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილედ, უფროს რედაქტორად; 1974-1981წწ. პროპაგანდის მთავარი რედაქციის პ/მ მდივნად; 1981 წლიდან იყო რადიოპროგრამების მთავარი რედაქტორის მოადგილე. იყო მრავალი შემოქმედებითი წამოწყების ინიციატორი, ამზადებდა რადიოპროგრამა "პარალელს", ლიტერატურულ კომპოზიციებს, რადიოდადგმებს, რადიონარკვევებს. აქვს მხატვრული თარგმანები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.207 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

