The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გერმანე მგალობლიშვილი

გერმანე მგალობლიშვილი
Date of birth:1884
Date of death:5 October, 1937  (at 53 years)
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ერკეთი, ოზურგეთის რაიონი.

ცხრაასიან წლებში გურიაში მონაწილეობდა ცნობილ პროპაგანდისტთა წრეში, რომლის მიზანიც იყო დემოკრატიულ და სოციალ-დემოკრატიულ რევოლუციურ წრეებში სამუშაოდ გასაგზავნ პროპაგანდისტ-აგიტატორთა მომზადება, იდგა ბოლშევიკურ თვალსაზრისზე და პარტიული განხეთქილების შემდეგ გამართულ დისპუტ-კამათში ბოლშევიკურ მსოფლმხედველობას იცავდა; 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის დავალებით, სოფელ ნიგოითში კრიმ-გირეის (ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე სულთან-კრიმ-გირეი რუსეთის იმპერიის საიდუმლო მრჩეველი იყო) წარუდგა და განუმარტა ხალხის მოძრაობის მიზნები და მოთხოვნები. 1920-იანი წლების მეორე ნახევარში იყო საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარი. 1930 წლის 20 ნოემბრიდან 1931 წლის 13 ოქტომბრამდე იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. დაპატიმრებამდე, 1931 წლის 22 სექტემბრიდან 1937 წლის ივლისამდე იყო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. დააპატიმრეს 1937 წლის 7 ივლისს, ბრალად ედებოდა, რომ 1933 წლის დასაწყისში შექმნა და თავად ჩაუდგა სათავეში მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ცენტრს და ამ ცენტრის წევრთა მეშვეობით ხელმძღვანელობდა მემარჯვენეთა ორგანიზაციის ტერორისტულ-მეამბოხე და დივერსიულ-მავნებლურ  საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფას; პირადად შექმნა საბრძოლო ჯგუფები სტალინისა და ბერიას წინააღმდეგ ტერაქტების მოსაწყობად, ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში კონტრრევოლუციური ცენტრის საქმიანობას; 1918 წლიდან იყო ერთ-ერთი უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტი და დაპატიმრების დღემდე სისტემატურად აწვდიდა მათ ჯაშუშური ხასიათის ინფორმაციას. მიესაჯა დახვრეტა. რეპრესირებული.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.157; საცნობარო პორტალი - სტალინური სიები საქართველოდან ge.openlist.

Member of Organizations

  • სკკპ (ბ), წევრი

Bibliography


Share: