| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიანი მაკრახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1958 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუშად გორის რაიონის ჭარხლის დამამზადებელ პუნქტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა: საკავშირო ხელსაწყოთმშენებლობისა და მართვის სისტემების სამინისტროს გორის ქარხანა; საავტომობილო გზების სამინისტროს გორის N2 ა/ს საწარმოს დირექტორი; გორის სარეკლამო ბიუროს დირექტორი; N9 მექანიზაციის სამმართველოს უფროსი; გორის N3 ა/ს საწარმოს დირექტორი; კასპის N76 მ.მ. კოლონა, უბნის უფროსი; აგრომშენებლობის მცხეთის N2 ა/ს საწარმოს დირექტორი და ა.შ. არაერთხელ იქნა არჩეული ადგილობრივი საბჭოების დეპუტატად. იყო პარტიის საქალაქო კომიტეტის წევრი. ნაყოფიერი სამეურნეო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიღებული ჰქონდა სამთავრობო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.45-46
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

