The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაალ მემანიშვილი

ზაალ მემანიშვილი
Date of birth:27 March, 1938
Date of death:October, 1993  (at 55 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Public official, Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1960 წელს სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით; 1964 წელს სწავლა გააგრძელა ი. ნ. ლომოურის სახელობის საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1974 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

მუშაობა დაიწყო მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის გორის საცდელ სადგურში ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, სწავლულ მდივნად. ამავე საცდელ სადგურში წლების განმავლობაში ატარებდა დისერტაციით და სხვა თემებით გათვალისწინებულ ექსპერიმენტებს. სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, თავი გამოიჩინა, როგორც წარმატებულმა სამეურნეო ხელმძღვანელმა. 1975-1977წწ. მუშაობდა გორის რაიონის სოფელ ვარიანის მეურნეობის დირექტორად; 1978-1984წწ. - გორის რაიონის სოფლის მეურნეობის გაერთიანების თავმჯდომარედ; 1985-1987წწ. - ამავე რაიონის ბერბუკის მეურნეობის დირექტორად. იყო რაიონული თუ სასოფლო საბჭოს რამოდენიმე მოწვევის დეპუტატი. თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე სამეცნიერო თუ სამეურნეო საქმიანობით დაკავშირებული იყო ქ. გორთან და გორის რაიონთან. ქართული აგრარული სკოლის ღირსეული წარმომადგენელი, გორის რაიონის სოფლის მეურნეობის გაერთიანების ყოფილი თავმჯდომარე, თავისი დარგის სპეციალისტი, მეცნიერი და სამეურნეო ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, რომლებშიც აგრარული მეცნიერების აქტუალურ, თეორიულ საკითხებთან ერთად გაანალიზებულია ამ დარგის განვითარების პერსპექტივებიც.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.47-49


Share: