| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ოტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ფინანსისტ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 2005 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტურა 2019 წელს და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი (სადოქტორო თემა - "ფინანსური მენეჯმენტის სრულყოფის საკითხები საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მაგალითზე"). 2005-2018წწ. იყო შპს "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი; 2018-2020წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, ხოლო 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი პედაგოგია; 2016-2018წწ. შპს "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" ასისტენტ პროფესორი, 2018-2019წწ. "ახალი უმაღლესი სასწავლებლის - ნიუუნის" - მოწვეული პედაგოგი, 2024 წლიდან "ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნის" ასოცირებული პროფესორი; 2024 წელს მიენიჭა დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, გამოქვეყნებული აქვს 25 სტატია. არის ერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და Lambert-ის აკადემიის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი კოლექტიური მონოგრაფიისა. ფინანსისტ-ეკონომისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

