The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ნადირაძე

პეტრე ნადირაძე
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2001  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1951 წელს.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო გორის N1 ვაჟთა (შემდგომში N4 საშუალო სკოლა) საშუალო სკოლაში, სადაც ათეული წლების განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკას, ასტრონომიას, მათემატიკას. პედაგოგიურ მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა აქტიურ კომკავშირულ და პარტიულ საქმიანობას. იყო პირველადი ორგანიზაციების მდივანი. მრავალჯერ იყო ბიუროს წევრი. ადგილობრივი საბჭოების აღმასკომის დავალებით ასრულებდა სახლთმმართველის მოვალეობასაც. სკოლაში ხელმძღვანელობდა მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სისტემას. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატთან არსებულ პროფტექნიკურ სასწავლებელში, ტექნიკუმში, პედაგოგიური ინსტიტუტის მოსამზადებელ კურსებზე, ხელმძღვანელობდა პედაგოგთა მეთოდურ გაერთიანებებს და მათემატიკის წრეებს. მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციებზე მისმა აღსაზრდელებმა მოიპოვეს მრავალი დიპლომი და სიგელი. ორჯერ იყო დაჯილდოებული სოც. შეჯიბრში გამარჯვებულის მედლით.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.49-51


გააზიარე: