The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ოქროპირიძე

სოფიო ოქროპირიძე
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 1996  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დისევი, გორის რაიონი.

დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი 1941 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების მომენტისათვის ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი და ამიტომ, იგი როგორც მედიცინის სპეციალისტი, ფრონტზე არ გაიწვიეს და სამუშაოდ მიავლინეს გორში ევაკუირებულ სამხედროთა ჰოსპიტალში მედდის თანამდებობაზე. თითქმის 50 წელი იმუშავა გორის სამედიცინო დაწესებულებებში და ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი საქმის ცოდნით, ერთგულებით, პაციენტებისადმი თბილი და უანგარო დამოკიდებულებით და ადამიანებისადმი კეთილი განწყობით. ყოფილა შემთხვევები, რომ უფროსი კოლეგების მიერ დაშვებული უნებური შეცდომებიც გამოუსწორებია თავისი დიდი პრაქტიკული გამოცდილების წყალობით და თბილისიდან სასწრაფოდ და საგანგებოდ ჩამოყვანილი პროფესორების მადლობაც დაუმსახურებია კვალიფიციური პირველადი სამედიცინო დახმარების დროულად და ხარისხიანად ჩატარებისათვის. მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინახანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის, ასევე ომის წლებში გამოჩენილი თავდადებისა და შრომისათვის მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო: შრომის პირველი ხარისხის დიპლომი, სოცშეჯიბრში გამარჯვებულის სიგელები და დიპლომები, პრემიები და მადლობები. 

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-51-53

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • სამამულო ომის ორდენი

გააზიარე: