| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფილიპე მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბახვის სკოლა, ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი და გორის საოსტატო სემინარია 1892 წელს. სოფელ დვაბზუში მუშაობდა მასწავლებლად, საიდანაც მაზრის უფროსთან უთანხმოების გამო იმერეთში, სოფელ სიმონეთში გადაიყვანეს, ასევე მასწავლებლობდა შემოქმედის, ბახვისა და ბათუმის პუშკინის სახელობის სკოლებში, ერთხანს ბათუმის სკოლის გამგეც იყო. 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისათვის, როგორც არაკეთილსაიმედო, ბათუმიდან გადაასახლეს. თბილისში ქართულ ენას ასწავლიდა წმინდა ნინოს სასწავლებელში, მე-5 და მე-2 ქალთა გიმნაზიებში, მე-4 ვაჟთა გიმნაზიასა და მებაღეობის სასწავლებელში. ცნობილი იყო, როგორც კარგი მასწავლებელი, ეწეოდა მშრომელი ხალხის ცნობიერების ამაღლებას. დროგამოშვებით ლექსებსა და პატარ-პატარა მოთხრობებს აქვეყნებდა თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში ფ. რუშაველის ფსევდონიმით. თ. კიკვაძესა და გ. ჭუმბურიძესთან ერთად, შეადგინა სახელმძღვანელო "ჩვენი სკოლა". წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.175 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

