| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია ცირეკიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრონული ტექნიკის ინჟინერის კვალიფიკაციით 1973 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1986 წელს 1974 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1974-1987წწ. რადიოქიმიური საპრობლემო ლაბორატორია, უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1987-2006წწ. ზოგადი ფიზიკისა და თეორიული ფიზიკის კათედრა, დოცენტი; 2009 წლიდან საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. მრავალი სამეცნოიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკია აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2009). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

