| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მოსიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. იყო ჩემპიონი კრივში ახალგაზრდებს შორის. მუშაობდა ბამბეულის ქარხნის მშენებლობაზე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ იყო კრივის სექციაში მწვრთნელი. სწავლობდა ახმეტის სახალხო უნივერსიტეტში ისტორია-სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე. იგი ერთ-ერთი პირველი შევიდა საჩხერის გვარდიის ბატალიონში და მონაწილეობა მიიღო სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ბრძოლებში. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 9 ივლისს, სოფელ ტამიშთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.313-314 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

