| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ომარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1982 წელს. 1982 წელს მუშაობა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოლოგიისა და არქოლოგიის ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად. 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია. 1991 წლიდან კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1991-2005წწ. მიწვეულ პედაგოგად (დოცენტი) მუშაობდა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში, თბილისის საერო სასწავლებელში, თბილისის დიპლომატიურ აკადემიაში, ქ. რუსთავის დამოუკიდებელ ინსტიტუტში, ქ. გორის დამოუკიდებელ ინსტიტუტში. მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში (მოხსენება: საქართველოს ხუნძური მოსახლეობის წარსული და თანამედროვეობა, 1998), ხალხთა მეგობრობის მუზეუმის კონფერენციაში (საქართველოში მცხოვრები ავარელები (ეთნიკური პროცესები 1989), კავკასიის სახლის სემინარულ მუშაობაში (ხუნძების მიგრაციული და ეთნოსოციალური პროცესები საქართველოში, 1997). 2005 წლიდან იმყოფებოდა ხანგრძლივ ემიგრაციაში, აშშ- ში. 2019-2024წწ. მუშაობდა გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ. მისი, როგორც კავკასოლოგის ინტერესების სფეროში ექცევა კავკასიის ხალხების ყოფა და კულტურა, ეთნიკური პროცესები, კონფლიქტები, რელიგია. აღნიშნულ საკითხებთანაა დაკავშირებული მისი სტატიები, რომლებიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო და ლიტერატურულ გამოცემებში. ისინი ეფუძნება ქართველი და სხვა ავტორების შრომებს, იყენებს საკუთარ საველე- ეთნოგრაფიულ მასალას, მოპოვებულს კახეთის ხუნძურ დასახლებებში და დაღესტნის მაღალმთიან სოფლებში. ისტორიის დოქტორი.კავკასოლოგი. სადისერტაციო თემა - "საქართველოში (კახეთში) მცხოვრები ხუნძების ყოფა და კულტურა", დაიცვა 1990 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

