The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო მჭედლიშვილი

ნინო მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ–ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1970 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასპირანტურა 1974 წელს.

1970-1971წწ. სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი "მძიმე მრეწველობის ელექტროპროექტი" ლაბორატორია, ინჟინერი; 1974-1977წწ. სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება "ГрузНИИстром", ავტომატიზაციის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკუტი უნივერსიტეტი) ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე: 1977-2006წწ. ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრა, უფროსი ინჟინერი, ასისტენტი, დოცენტი; 2006 წლიდან მართვის სისტემების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. 6 მონოგრაფიის, 6 სახელმძღვანელოს, 26 დამხმარე სახელმძღვანელოს, 85 სამეცნიერო სტატიის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკუტი უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2024-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: