The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ სამსონაძე

გურამ სამსონაძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1948  (78 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულლტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1971 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1974 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1974-2007წწ. უმაღლესი მათემატიკის კათედრა, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 2007-2009წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის მიმართულება (ალგებრა–გეომეტრიის ქვემიმართულება), ასისტენტ–პროფესორი; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი, მოწვეული სპეციალისტი (საათობრივი ანაზღაურება), ასოცირებული პროფესორი. 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2007).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: