| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. სწავლობდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში; დაამთვრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1922 წელს. სპეციალობით იყო დერმატოლოგ-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1938), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). დერმატოლოგია-ვენეროლოგიის მეცნიერული დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კრიოთერაპიის მნიშვნელობის საკითხისათვის დერმატოლოგიაში", დაიცვა 1938 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კრიტიკულ-ექსპერიმენტული გამოკვლევანი ბაქტერიოფაგის გამოყენებაში პიოდერმიტების ღრმა ფორმების თერაპიასა და პროფილაქტიკაში", დაიცვა 1940 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.117-118
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

