The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ თოლორდავა

დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1921
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 2001  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ მენჯის სასაფლაო, სენაკის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა სენაკის ვაჟთა გიმნაზია 1939 წელს; ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე; დაამთავრა ქ. კიშინიოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

გაწვეულ იქნა სსრკ ომში, იბრძოდა უკრაინაში, რუმინეთსა და პოლონეთში. დაიჭრა ფრონტის ხაზზე ორჯერ (1941-1945). ომის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. კიშინიოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1959 წლამდე მუშაობდა მოლდავეთში, შემდეგ ქ. ოდესაში, სადაც დაეუფლა მეან-გინეკოლოგიის პროფესიას. საქართველოში დაბრუნებული 1959-1967 წლებში მუშაობას იწყებს სვანეთში მეან-გინეკოლოგად. განსწავლულ ექიმს მადლიერად მოიხსენიებენ სვანეთში, სენაკში. მის ვაჟთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქ. სენაკში ევროპული სტანდარტების სამშობიარო სახლის "სენამედის" მუშაობას. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.123-124


გააზიარე: