| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ბებურიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1929 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს. 1930-1943 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. ძირითადი ფიზიოლოგიური განათლება მიიღო აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით და გამოაქვეყნა რამდენიმე შრომა, მიძღვნილი ადამიანისა და ცხოველთა ქცევის საკითხებისადმი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი (1941-1959); მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1946); დოცენტი (1948). იგი კითხულობდა ლექციებს და ეწეოდა კვლევით მუშაობას საჭმლის მონელების ფიზიოლოგიაში. დიდი სამამულო ომის პერიოდში ივანე ბერიტაშვილის მითითებით უსასყიდლოდ მუშაობდა ევაკო-ჰოსპიტლის კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში და მონაწილეობდა აფეთქებითი ტალღის ცხოველთა ორგანიზმზე გავლენის შესწავლაში, რომელსაც აწარმოებდა მეცნიერ მუშაკთა ჯგუფი აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით (1941-1943). 1943 წელს ქ. თბილისის N1 ფარმქარხანაში მის მიერ ორგანიზებულ იქნა ნატურალური კუჭის წვენის დამამზადებელი საამქრო, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1947 წლამდე. 1953 წელს იგი მიწვეულ იქნა ჯანდაცვის სამინისტროს სამეანო-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 16 საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო კონსულტაციით 2 სადოქტორო. იგი არის საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 74 ნაშრომისა და 2 გამოგონების ავტორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: 2 ნაწილად. ნაწ.I / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.139-140
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

