The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ მეგრელიძე

სხვა სახელი:კუკუ მეგრელიძე
დაბადების თარიღი:1909  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვენობანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1931 წელს და მოსკოვის აკადემიკოს კ. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის ასპირანტურა 1935 წელს.

მუშაობდა მოსკოვში, სსრკ სოიას წარმოების ტრესტის ("Союзпромсоя") სოიას გადამუშავების ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად. გამოიგონა სოიას შრატის ფერმენტული სითხის მიღების საშუალება. პროფ. ე. ნ. მიშუსტინის სიტყვით, პრაქტიკამ საბოლოოდ დაამტკიცა გრიგოლ მეგრელიძის მეთოდით მიღებული პროდუქციის მაღალხარისხიანობა და რაციონალურობა. გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები, რომლებსაც იგივე პროფ. ე.ნ. მიშუსტინი და სხვები კარგ შეფასებას აძლევდნენ.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.189


გააზიარე: