| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ გაგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. პირველი წერილები, ინფორმაციები და მიმოხილვები გაზეთ "ლელოში" გამოაქვეყნა. მისი საყვარელი თემა იყო ფეხბურთი და მისი პრობლემები. გახდა იმხანად ძალზე პოპულარული "ტყავის ბურთის" ჩემპიონი (1968) და "სიჭაბუკის თასის" მფლობელი (1970); გამორჩეული სპორტსმენი თბილისის "დინამოს" სათადარიგო შემადგენლობაშიც მიიწვიეს; თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში", რუსთავის "მეტალურგში", სადაც საზოგადოების თასის მფლობელი და სპორტის ოსტატი გახდა; 1956-1986წწ. იყო გლდანის სპორტული სკოლის მწვრთნელ–მასწავლებელი; ხელმძღვანელობდა სპორტულ განყოფილებებს გაზეთებში "მაცნე" და "ერქვანი"; იყო ჟურნ. "ჟურნალისტის" სპორტული მიმომხილველი სიცოცხლის ბოლომდე. საქართველოს ტერირიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში დაღუპული ჟურნალისტი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.211 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

