| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ნანობაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი რადიოინჟინერის კვალიფიკაციით 1969 წელს; მოსკოვის კავშირგაბმულობის საკავშირო დაუსწრებელი ელექტრო-ტექნიკური ინსტიტუტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმუ-ლობის ფაკულტეტის ასპირანტურა 1975 წელს. 1969-1970წწ. დ. ი. მენდელეევის სახელობის მეტროლოგიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალი, ლაბორატორია, ინჟინერი; 1970 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) კავშირგამბულობის ფაკულტეტის მრავალარხიანი ელექტროკავშირის კათედრაზე: 1970-1993წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1993-2006წწ. საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტელეკომუნიკაციის კათედრა, დოცენტი; 2006-2021წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, მოწვეული პროფესორი, სრული პროფესორი / პროფესორი; 2021 წლიდან ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი სადოქტორო და 12 სამაგისტრო ნაშრომი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

