The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელვარდ გეგია

ელვარდ გეგია
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1949
გარდაცვ. თარიღი:21 ივნისი, 2008  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხონის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საწულუკიძეო, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1973წწ. იყო ქუთაისის სამხარეო საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ინტერნი ქირურგის სპეციალობით; ქ. ალმა-ატის აღმოსავლეთ სასაზღვრო ჯარების ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების ქირურგი (6 თვე განაწილებით); 1974-1976წწ. ჩინეთისა და ავღანეთის საზღვარზე ექიმ-ქირურგი; 1976-1978წწ. ხონის სასწრაფო-გადაუდებელი სადგურის ქირურგი; 1978-1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი (ქირურგის სპეციალობით); 1980-1986წწ. ხონის რაიონის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი, 1986-2008წწ. ქირურგიული განყოფილების გამგე; წლების მანძილზე აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში: გადაუდებელ ქირურგიაში (1976), სამხედრო საველე ქირურგიაში (1977); მიღებული ჰქონდა სახელმწიფო სერთიფიკატები: "ზოგადი ქირურგიაში" (1999), "ბავშვთა ქირურგიაში" (2002), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სერტიფიკატი "თანამედროვე მოლეკულური, მორფოლოგიური მეთოდები ავადმყოფთა ადრეულ დიაგნოსტიკაში" (2003), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა და სპეციალისტთა ასოციაციის - "კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინა" სერთიფიკატი (2004); სერთიფიკატი პრაქტიკოს ექიმთა დასახმარებლად "კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინა" (2005); "თანამედროვე კლინიკური მედიცინის აქტუალური საკითხები საქართველოში" სერთიფიკატი (ბაკურიანი, 2006); "თანამედროვე კლინიკური მედიცინის აქტუალური საკითხები" სერთიფიკატი (ქობულეთი, 2006); თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სერთიფიკატი - "მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაავადებები" (2006); თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სერთიფიკატი -"პერიტონიტიდან ნარჩენი ჩირქგროვები მუცლის ღრუში" (2007); იგი მონაწილეა სამხრეთ კავკასიის ქირურგთა XIV კონგრესისა (2003) და არაერთი კონფერენციისა; ე. გეგიას უმკურნალია 18000-ზე მეტი პაციენტისთვის, აქედან ჩატარებული აქვს 6000-ზე მეტი ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის პამირის მთებში ზღვის დონიდან 3885 მეტრ სიმაღლაზე, რაც მოგვიანებით აისახა "ლენნაუჩფილმის" დოკუმენტური ფილმების სტუდიის 2 დოკუმენტურ ფილში: "საზღვარი და დრო" და "ორი წლის მანძილზე" (1978). არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი -  "წყლულოვანი ეტიოლოგიის პროფუზული გასტროდუოდენალური სისხლდენის კომპლექსური მკურნალობა" (2007). ცნობილი ექიმის ხსოვნის პატივსაცემად ქ. ხონის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. პირველი კატეგორიის ქირურგი (1987), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1990), მედიცინის დოქტორი (2007).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობებისა და ვენური ტროფიკული წყლულების კომპლექსური მკურნალობა", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 145-148

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის ხალხთა აკადემია, აკადემიკოსი (2002-)
  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი (1983-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1984 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: