The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინე ხომერიკი

ირინე ხომერიკი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის  კვალიფიკაციით 1981 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1985 წელს.

1999 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1999-2006წწ. ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი; 2001-2006წწ. საერთაშორისო პროექტების საკოორდინაციო ცენტრი, ხელმძღვანელი; 2006 წლიდან ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, პროფესორი; 2019 წლიდან უკრაინაში სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი, საქართველოს რეგიონული განყოფილება, ხელმძღვანელი; 65-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი; პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოკიბერნეტიკის საერთაშორისო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ბიოკიბერნეტიკისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ჟურნალის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი. მისი ხელშეწყობით განხორციელდა არა ერთი სამეცნიერო პროექტი საერთაშორისო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის პროგრამების ფარგლებში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი(2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი,

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: