The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მუსერიძე

დავით მუსერიძე
Date of birth:1958
Date of death:16 October, 1992  (at 34 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაამთავრა ალმა-ატის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1986 წელს.

1976-1978 წლებში იმსახურა ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში კალუგის ოლქში, სარაკეტო ძალებში – საზენიტო დანადგარის მართვის რადიოტექნიკური საშუალებების ოპერატორად. აღმოსავლური ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობებით იყო გატაცებული, 1979 წლიდან ალმა-ატის სპეციალურ კლუბში ეუფლებოდა კარატეს, კუნფუს. 1982 წელს ალმა-ატის ოლქის 80 კგ. წონით კატეგორიაში პირად პირველობაზე, კარატეში პირველი ადგილი დაიკავა, 1983 წელს კი ოლქის ჩემპიონი გახდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ყოფილი დოსააფის სპორტულ-ტექნიკურ კლუბში მწვრთნელად და მსაჯთა კოლეგიის წევრად, სპორტსაზოგადოების ინსტრუქტორ-მეთოდისტად,  "საქჰიდროკომუნშშენის" – სახელმწიფო-საპროექტო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად. 1992 წლის მარტიდან დავით მუსერიძე საქართველოს ეროვნული გვარდიის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკში ჩაირიცხა. მალე პოლკის დაზვერვის უფროსად დაინიშნა. იბრძოდა სამაჩაბლოში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს იბრძოდა სოხუმში, ეშერაში, ოჩამჩირეში, ტამიშში, ცაგერაში, არადუში, შრომაში. 1992 წლის სექტემბერში ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. დაიღუპა 1992 წლის 16 ოქტომბერს დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.315-317

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: