| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ბერეკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის აეროკლუბი 1939 წელს; ქ. რუსთავის საფრენოსნო სასწავლებელი; სტალინგრადის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი; ქ. ულიანოვსკის სამხედრო ავიაციის ინსტიტუტი. 1941 წლის 22 ივნისს 20 წლის ასაკში გაიწვიეს დიდ სამამულო ომში; კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაამწესეს ქ. ჩებოქსარის საავიაციო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1943 წელს, მიენიჭა მფრინავი-გამანადგურებელის კვალიფიკაცია და სამართავად გადაეცა ბომბდამშენი თვითმფრინავი (მოდელი Пе-2); მფრინავი-გამანადგურებელის სტატუსით, 1943-1945 წლებში საბრძოლო მოქმედებების განხორციელებისას ირიცხებოდა II უკრაინის ფრონტზე; პირველი საბრძოლო მოქმედებების განხორციელება მოუწია 1943 წლის 12 მარტს; მფრინავი-გამანადგურებელის სტატუსით გამანადგურებელი საჰაერო დარტყმები განახორციელა თანამედროვე უკრაინის, რუმინეთის, მოლდავეთის, პოლონეთის, უნგრეთის ტერიტორიებზე; მიღებული აქვს მონაწილეობა ბუდაპეშტის, ვენის, პრაღის, ბელგრადის, კიროვოგრადის, კორსუნ-შევჩენკოვსკის, უმანის, იასკო-კიშინიოვის და სხვა მასშტაბურ შეტევით ოპერაციებში; სამამულო ომში საბრძოლო მოქმედებები დაასრულა 1945 წლის 7 ივნისს; დემობილიზაციის შემდეგ, ვინაიდან აფხაზეთში არ ყავდათ ადგილობრივი მფრინავი კადრები 1952 წელს ქუთაისიდან გადაიყვანეს სოხუმის აეროპორტში და დანიშნეს ხომალდის მეთაურად; სამხედრო ავიაციის შემდეგ მფრინავის სტატუსით საქმიანობას აგრძელებდა სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით და ანხორციელებდა სამოქალაქო ფრენებს სხვადასხვა დიდ ქალაქებში; მიღებული აქვს მადლობის სიგელი აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში სამშობლოსათვის თავდადების, მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის გამოვლენილი მამაცობის, მაღალი პროფესიონალიზმის და სამოქალაქო ავიაციაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის (28.07.2014); სოხუმის დაცემის შემდეგ დროებით ჩარჩა აფხაზეთში, აფხაზეთში ქართველთა გენოციდის სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულია მოწმის სტატუსით და ცნობილია დაზარალებულად; თავისუფალ დროს გატაცებული იყო ყვავილების მოვლით (გაშენებული ჰქონდა ტიტების, ნარცისების და ვარდების ორანჟერეა), აწარმოებდა ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს, წერდა ლექსებს. ერთ-ერთი პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი, ლეიტენანტი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

