| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ იოსებიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თორტიზა, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო დების კურსები 1941 წელს. კურსების დამთავრების შემდეგ 1941 წელს მოხალისედ წავიდა ფრონტზე; ახალგაზრდა სანინსტრუქტორი შავი ზღვის სანაპირო ზოლში დაიჭრა, განკურნების შემდეგ ისევ ფრონტის ხაზზე დაბრუნდა ყუბანში, სადაც შემთხვევით მისი უფროსი ძმის ასეულში მოხვდა, ერთმანეთთან შეხვედრისას მტრის ტყვიით დაჭრილმა ძმამ დის ხელში დალია სული; 1942 წლის 14 დეკემბერს თავადაც დაიჭრა, მესამედ 1943 წლის 20 აგვისტოს დაიჭრა და განკურნებული კვლავ ჩაება ბრძოლაში ძმისთვის მიცემული ფიცის შესასრულებლად; 1945 წლის 24 აპრილს, როცა მსროლელთა პოლკი ასრულებდა საბრძოლო დავალებას - უნდა გადაელახა ჰოჰენცოლერის არხი. მოწინააღმდეგეთა მოულოდნელმა თავდასხმამ გაამწვავა მდგომარეობა, ექთანი ძლიერი ცეცხლის ქვეშ უვლიდა დაჭრილებს, ნავში სვამდა და სამშვიდობოს ისტუმრებდა. ერთ-ერთი შემთხვევისას გერმანელი დესანტების მიერ მეკავშირე დაჭრილების ტყვედ აყვანის დროს, თ. იოსებიძე დაჭრილების დაცვის მიზნით, გახსნილი ხელყუმბარით ხელში გადაეშვა ცივ წყალში და დაიღუპა. გმირი ქართველი ექთანი. მისი სახელის უკვდავსაყოფად თბილისში არსებულ ქუჩას თინათინ იოსებიძის სახელი დაერქვა. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 151-152; ახალგაზრდა ფემინისტები: facebook.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

