| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ქურხული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1968წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1968-1973წწ. განყოფილების გამგე; ქირურგიის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული კარდიოლოგიური ლაბორატორია (1969), სადაც მუშაობდნენ ჰიპოთერმიის, ტრავმული შოკისა და გადანერგვისათვის საჭირო ორგანოთა კონსერვაციის საკითხებზე; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი კიბერნეტიკის ლაბორატორიის გამგე (1973); 1973-1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისსტენტი; 1981-1994წწ. ამავე კათედრის დოცენტი; მან 70-იან წლებში აიმაღლა კვალიფიკაცია ქ. კიევის სამედიცინო და ტუბერკულოზის ინსტიტუტის, ქ. ლენინგრადის პირველ სამედიცინო და ქ. ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის ბაზებზე და აითვისა პულმონოლოგიის დარგი, რასაც მოჰყვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკურ ბაზაზე ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოში მისი ინიციატივით პულმონოლოგი განყოფილების გახსნა (1977); 1980-1994წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის საექიმო სამსახურის მთავარი პულმონოლოგი; 1983-1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის სასწავლო საქმის ხელმძღვანელი და ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურის ხელმძღვანელი; 1994-1995წწ. არასახელმწიფო უნივერსიტეტის კორპორაცია "ლეგია და კომპანია"- ს სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; პრორექტორი სასწავლო დარგში (1995), პროფესორი (1996); იყო 95 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი პრაქტიკულ და თეორიულ პულმონოლოგიაში; მას ეკუთვნის მამის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მონოგრაფია -"ილიკო ქურხული", ასევე მის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით შეიქმნა ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი "მოხეტიალე მუსიკოსი" (1987 კინოსტუდია "მემატიანე"); არის 2 საინტერესო მონოგრაფიის ავტორი: "იოსებ ჯავახიშვილი - ექიმი და პიროვნება" (1999, თბილისი) და "...და რომ გახსოვდეს" (2004, თბილისი, გამომცემლობა "რეგთაიმი"). მეორე წიგნში მან გამოიყენა მხოლოდ საარქივო მასალები და მათზე დაყრდნობით გადმოსცა საექიმო დარგის 300-ზე მეტი რეპრესირებული ექიმის ბიოგრაფიული ცნობები. სახელგანთქმული მუსიკოსის ილია ქურხულის ვაჟი. თეარპევტი, პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1972), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის მოქმედების დარღვევა და მიოკარდიის კუმშვადი ცილები ვისცელარული შოკის დროს", დაიცვა 1972 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.159-161 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

