The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გომართელი

დაბადების თარიღი:15 მაისი, 1931  (95 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1956-1961წწ. მუშაობდა ჟურნალ "დროშის" რედაქციაში ლიტმუშაკად; 1961-1965წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგედ; 1965-1974წწ. ჟურნალ "პირიმზეს" რედაქტორად; 1974-1975წწ. იყო თბილისის "სოუზპეჩატის" უფროსი; 1975-1980წწ. "საქწიგნის" მმართველი; 1980-1981წწ. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორის მოადგილე; 1981-1983წწ. საქტელერადიო კომიტეტში აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგე; 1984-1986წწ. ქალაქის კინოგაქირავების დირექტორი; 1998 წლიდან გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტი. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.213

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1957-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი

გააზიარე: