The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირმა დავითაშვილი

ირმა დავითაშვილი
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრა, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1992 წელს.

2001 წლიდან მუშაობს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე: 2001-2004წწ. უფროსი ინჟინერი; 2004-2006წწ. უფროსი მასწავლებელი; 2006-2009წწ. მოწვეული სპეციალისტი; 2009-2013წწ. ასისტენტ პროფესორი; 2013 წლიდან ასოცირებული პროფესორი. 2 მონოგრაფიის, 16 სახელმძღვანელოს, 15 სტატიის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული 11 საერთაშორისო კონფერენციაში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი (2008), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: