The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ზარნაძე

ანზორ ზარნაძე
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1933
გარდაცვ. თარიღი:28 სექტემბერი, 1974  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით 1966 წელს.

სტუდენტობის წლებში პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე. მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ისეთი ობიექტების მშენებლობაში, როგორიცაა: გორის საჭიდაო დარბაზი, სამხატვრო სკოლა, სპორტის სასახლე, საცხოვრებელი ბინები და სხვა. მისი აშენებული ბევრი შენობა-ნაგებობა თუ სხვა სამრეწველო თუ სამეურნეო ობიექტი დღესაც ამშვენებს ქ. გორს და გორის რაიონს. მშენებელი ინჟინერი. 

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.19-21


გააზიარე: