The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მაჭარაშვილი

თამარ მაჭარაშვილი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:1994  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ქ. გორის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი.

მუშაობა დაიწყო გორის საკონსერვო ქარხანაში. წარმატებული იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყო დრამატული წრის აქტივისტი, თვითშემოქმედებითი კოლექტივის წამყვანი სოლისტი. იალბუზიც აქვს დალაშქრული ოლიმპიადის პროგრამით. მალე გახდა ბრიგადირი და არაერთ შრომით წარმატებას მიაღწია. უკვე თავად იყო სხვისი აღმზრდელი და დამრიგებელი. გორის საკონსერვო ქარხნის პროდუქცია მრავალ ქვეყანაში სარგებლობდა პოპულარობით და მოწონებით, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღოდა, როგორც პირადად მას, ისე მის ბრიგადას. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, დიპლომი, პრემია და წოდება: უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (ორი მოწვევის), უზენაესი სასამართლოს მსაჯული, ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი (რამდენჯერმე); ბიუროს წევრი, ყრილობების დელეგატი, "მრეწველობის დამსახურებული მუშაკი", "ახალგაზრდობის საუკეთესო დამრიგებელი", კვების მრეწველობის საპატიო სიგელი, "სოცშეჯიბრში გამარჯვებულისა" და "მეცხრე ხუთწლედის დამკვრელის" მედლები და სხვა. თამარ მაჭარაშვილის სახელი შეტანილია "შრომითი დიდების" წიგნში.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.-28-30

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "თავდადებული შრომისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი

გააზიარე: