| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სევერიან ჭოღოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბზვანი, ვანის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1905 წელს. 1905-1909წწ. მუშაობდა ვიატკის გუბერნიის სალობელიაკის საერო საავადმყოფოს გამგედ; 1909 წლიდან საქართველოში დაბრუნებული შორაპნის მაზრის საავადმყოფოს გამგეა; შემდეგ საჩხერის საავადმყოფოში გადმოვიდა და იმოღვაწევა 1940 წლამდე; იყო აკაკი წერეთლის მეგობარი და მკურნალი ექიმი; მისი ინიციატივით საჩხერეში მოეწყო თეატრი, სამკითხველო, წყალსადენი და სხვა; 1940-1946წწ. თბილისის მე-14 პოლიკლინიკის თერაპევტია. თავისი ნაშრომის სახით "მოგონება აკაკიზე" - დიდი საგანძური დაუტოვა შთამომავლობას. გიორგი ჭოღოშვილის მამა. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.180-181
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

