| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ილურიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტუტუტი ელექტრონული ტექნიკის ინჟინერის კვალიფიკაციით 1980 წელს; ლენინგრადის იოფეს სახელობის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტის ნახევრადგამტარების და დიელექტრიკების ფიზიკის კათედრის ასპირანტურა 1985 წელს. 1980 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში): 1980-1982წწ. ლაბორანტი; 1982-1997წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, სექტორის უფროსი; 1997-2006წწ. ფიზიკის კათედრა, დოცენტი; 2006-2009წწ. ფიზიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

