The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაგო ზარქუა

იაგო ზარქუა
Date of birth:26 March, 1968
Date of death:3 April, 2005  (at 37 years)
Burial location:მაცხოვრის კარის სასაფლაო, ზუგდიდი
Category:Medical Doctor, Civil Rights Activist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1995 წელს.

1985-1989წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; სწავლის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში; გაიარა ინტერნატურა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში (1996); 1996-1997წწ. მუშაობდა ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგად; 1997-1998წწ. თბილისის მეცხრე საავადმყოფოს ბაზაზე გაიარა კვალიფიკაცია ქირურგიაში; 1997-2005წწ. ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგის მოადგილედ სამკურნალო დარგში; შემდეგ ამავე საავადმყოფოს დირექტორად (2005 წლის თებერვალი -2005 წლის აპრილი). ჰქონდა სერთიფიკატი ქირურგიასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. იბრძოდა აფხაზეთის ომში, იყო საქართველოს მთლიანობისათვის მებრძოლი გმირი. მისი სახელის უკვდავსაყოფად იმ ქუჩის ნახევარს, სადაც ის ცხოვრობდა ზუგდიდში, უწოდეს მისი სახელი. ექიმი-ქირურგი, ახალგაზრდა ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.188-189


Share: