The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მოსე მეგრელიძე

Date of birth:1874
Date of death:30 December, 1902  (at 28 years)
Category:Laborer, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხრიალეთი, ოზურგეთის მაზრა.

1902 წლის იანვარში მეტეხის ციხეში გარდაიცვალა პოლიტიკური პატიმარი, გურიის, ერთ-ერთი სოფლის მასწავლებელი, მოსე მეგრელიძე, (რომელიც ადრე ფოთში ცნობილი იყო როგორც პროპაგანდისტი მუშა). თბილისიდან ის გურიაში გადაასვენეს. ამ შემთხვევის გამო, სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ შემდეგი სააგიტაციო ფურცელი გამოუშვა: "აბა, გააცილეთ პატივცემულად კუბო, თბილისელებო, აბა, ღირსეულად დაუხვდით მას, გურულებო" (გრ. გიორგაძე, "თვითმპყრობელობა და რევოლუცია", თბ., 1930). მისი გამბედაობისა და რევოლუციონურობის შესახებ საარაკო ამბებს ჰყვებოდნენ გურიაში და მას სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ერთ-ერთ დამაარსებლად თვლიდნენ. მოსე მეგრელიძე შესანიშნავი ორატორი იყო და ზეპირად იცოდა მარქსიზმი, დებატებში დიდ ცოდნას ამჟღავნებდა. პერიოდულ პრესაში აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.197


Share: