The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინგა აბულიძე

ინგა აბულიძე
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1989 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გერმანული ენის სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის მთარგმნელის კვალიფიკაციით 1991 წელს.

1989-1992წწ. ქ. თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიურო, ინჟინერი; 1992-1993წწ. ასოციაცია "ფალავანი"-ს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, პედაგოგი; 1993-1997წწ. ქ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო 63-ე საშუალო სკოლა, ინფორმატიკის პედაგოგი; 1993-1994წწ. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, სსსგ "ინფორმატიკის" ინფორმატიკის მთავარი ცენტრი, ინჟინერ-პროგრამისტი; 1997 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1997-2004წწ. სამეცნიერო ლაბორატორია, მეცნიერ თანამშრომელი; 2004 წლიადნ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ასისტენტი, ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან საერთაშორისო ჟურნალის "IGI Global" ექსპერტი. სადისერტაციო საბჭოს წევრი და ოფიციალური რეცენნზენტი. 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვებგვერდი:  my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (2019-)

გააზიარე: