The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ცინარიძე

გურამ ცინარიძე
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1958
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 1992  (34 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:შუახევის რაიონის სოფლის ცინარეთის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცინარეთი, შუახევის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983-1984წწ. მუშაობდა ქ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-ორდინატორად; 1984-1992წწ. შუახევის რაიონის სოფელ უჩამბის საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად; ამავდროულად იყო რაიონის საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე (1984-1992).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.232-233


გააზიარე: