The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შამილ მეცხვარიშვილი

შამილ მეცხვარიშვილი
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2 აგვისტო, 2006  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ მერეთი, გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1956 წელს.

მუშაობდა გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სკოლაში. წლების განმავლობაში იყო გორის საკონსერვო ქარხნის მთავარი მექანიკოსი, სადაც თავისი წვლილი შეიტანა მრავალ ახალ გამოგონებათა დანერგვაში. იყო გორის სასათბურე მეურნეობის მთავარი ინჟინერ-მექანიკოსი, წყალმტკვარმშენის მთავარი ინჟინერი, საავტომობილო გზების სამინისტროს გორის N9 ავტოსაწარმოს მთავარი ინჟინერი, გორის წისქვილკომბინატის დირექტორი. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები და სიგელები.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.31-33


გააზიარე: