| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საშა ონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყელქცეული, გორის რაიონი. მიიღო უმაღლესი განათლება ინჟინრის კვალიფიკაციით. დაბრუნდა გორში, ბამბეულის ქსოვილების კომბინატში. სხვა ახალგაზრდა სპეციალისტებთან ერთად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გააგზავნეს შუა აზიაში, ტაშკენტში. ბავშვობიდანვე იტაცებდა ჭიდაობა და გადაწყვიტა შესდგომოდა სისტემატურ ვარჯიშს. 1954 წელს იგი გახდა ჯერ ტაშკენტის, ხოლო შემდეგ შუა აზიის რესპუბლიკების სპარტაკიადის ჩემპიონი. გორში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ბამბეულის ქსოვილების კომბინატის საგრავიურო საამქროში, შემდეგ კი, წლების განმავლობაში, იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საამქროს ხელმძღვანელი. პარალელურად ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს იყო ფაბრიკის პროფკავშირის ადგილკომის თავმჯდომარე და პარტორგანიზაციის მდივანი. იყო ქ. გორის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ხოლო შემდეგ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც. ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო გაეგრძელებინა აქტიური სპორტული მოღვაწეობა, თუმცა ჭიდაობა არ მიუტოვებია და თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა გორელ და ყელქცეულელ ახალგაზრდებს. პენსიაში გასვლის შემდეგ, სოფელ ყელქცეულში გადავიდა საცხოვრებლად. იმუშავა სოფელ ხვითის მეთესლეობის მეურნეობაში ადგილკომის თავმჯდომარედ, პარტორგანიზაციის მდივნად, კადრების განყოფილების ინსტრუქტორად და სხვა. მიეკუთვნება გორელების იმ ისტორიულ თაობას, რომელიც გორის ბამბეულის ქსოვილების გიგანტი კომბინატის ამოქმედებისა და პირველი საერთაშორისო აღიარების სათავეებთან იდგა. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.33-37
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

