| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი მურჯიკნელი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი რადიოინჟინერის კვალიფიკაციით 1971 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის ასპირანტურა 1976 წელს. 1971 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1971-1986წწ. მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრა, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1976-1977წწ. ციფრული სატელევიზიო მოწყობილობების დაპროექტების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სექტორის ხელმძღვანელი; 1986-2006წწ. საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტელეკომუნიკაციის კათედრა, დოცენტი; 2006-2021წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები, პროფესორი; პარალელურად, 1997 წლიდან მუშაობს შპს "მაგთიკომში", სადაც იკავებს გადაცემის სისტემების განვითარებისა და დანერგვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. მისი ხელმძღვანელობით მაგთიკომში შეიქმნა ტელეკომუნიკაციის განტოტვილი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც გამოირჩევა დაზიანებებისადმი მაღალი მდგრადობით. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

