| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1950 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1962 წელს. 1958-1970წწ. მუშაობდა თბილისის ვენსნეულებათა ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგედ; 1969-1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1982-1985წწ. პათოფიზიოლოგიის კათედრის პროფესორად; 140-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორი, მათ შორის: "საქართველოს მედიცინის ისტორიის" მრავალტომეული ქართულ-რუსულ ენებზე (თანაავტორებთან ერთად, 1960), მონოგრაფია პროფესორ მიხეილ სააკაშვილზე და სხვა. სტუდენტთა არაერთი თაობის ამღზრდელი, ავტორი ლექსების კრებულისა. მედიცინის ისტორიის მკვლევარი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1955), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1969). ცნობილი ქართველი ექიმი-პათოფიზიოლოგი, საქართველოს მედიცინის ისტორიის ცნობილი მკვლევარი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.269-270; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.285-286 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

