| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი სოსანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ქ. კოსტრომის საფეიქრო ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო კოსტრომის ხალიჩების ფაბრიკაში ინჟინერ-ტექნოლოგის თანამდებობაზე. კოსტრომაშივე დაიწყო აქტიური სპორტული მეცადინეობა და გახდა საკმაოდ წარმატებული მოკრივე. როგორც პროფესიონალი ინჟინერი, აქტიურ შრომით მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა სამეურნეო დარგში, სხვადასხვა თანამდებობაზე: სამკერვალო საამქროში, ატელიეში, ყრუ-მუნჯთა საწარმოო წამოწყებაში დირექტორად, გორის მექანიკურ ქარხანაში ხელმძღვანელად, გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მექანიკური საამქროს უფროსად და სხვა. გარდა ორგანიზაციული ნიჭისა და საინჟინრო აზროვნებისა, რაც არაერთხელ დაადასტურა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში რთული კონსტრუქციული მოწყობილობების დამუშავების პროცესში, საუკეთესოდ ფლობდა ისეთ პრაქტიკულ პროფესიებს, როგორიცაა: ზეინკლობა, ხარატობა, კალატოზობა, სადურგლო საქმიანობა, ავტოგენური და ელექტრო შედუღება, გალვანური ტექნოლოგია და მრავალი სხვა. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.43-46
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

