The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ კვინიკაძე

მერაბ კვინიკაძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1954
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1993  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

1992 წლის 30 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის N42 ბრძანებით შეიქმნა სპეციალური დანიშნულების რაზმი "იუპიტერი". 1992 წლის 31 დეკემბერს სპეცრაზმ "იუპირეტის" მეთაურის N1 ბრძანებით მერაბი კვინიკაძე დაინიშნა პირადი დაცვის განყოფილებაში განყოფილების უფროსის მოადგილედ, სამხედრო წოდებით – უფროსი ლეიტენანტი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ ქ. სოხუმისათვის წარმოებულ ბრძოლებში და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. 1993 წლის 27 სექტემბერს მერაბ კვინიკაძემ დაცვის სხვა თანამშრომლებთან ერთად არ მიატოვა მინისტრთა საბჭოს შენობა. ბოლომდე იბრძოდა სოხუმის დაცვისათვის. დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისაგან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

 წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

გააზიარე: