The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ზაქარაია

დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:1999  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1956წწ. მუშაობდა რუსთავის გაზეთ "სოციალისტური რუსთავის" მრეწველობის განყოფილების გამგედ; 1956-1970წწ. საქართველოს რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად რუსთავის ზონაში; 1970-1977წწ. საქართველოს ტელევიზიის მრეწველობის რედაქციის უფროს რედაქტორად, პროპაგანდის გაერთიანებული მთ. რედაქციის პ/ მ მდივნად;  1985-1995წწ. იყო გაზ. "საქართველოს კოოპერატორის" რედაქტორი; 1995 წლიდან  თბილისის მერიაში საინფორმაციო-კომპიუტერული ცენტრის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.219

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1957-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: