| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბერშუეთი, გორის რაიონი. დაამთავრა ქ. რუსთავის მეტალურგიული ტექნიკუმი და უმაღლესი სასწავლებელი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. სწავლასთან პარალელურად მუშაობდა მარტენის ცხელ საამქროში. 1954 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, აღმოსავლეთ ციმბირში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა შეესწავლა კვების მრეწველობის ტექნოლოგია, მანქანები და მოწყობილებები. 1960 წელს დიპლომირებულმა ინჟინერმა მუშაობა დაიწყო გორის საკონსერვო ქარხანაში ინჟინერ-მექანიკოსად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გორის საკონსერვო გიგანტი-კომბინატის წარმატებებში და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების საქმეში. ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სამსახურს, ასეულობით მანქანა-დანადგარის, მექანიკურ თუ ელექტრომოწყობილების, აპარატის, აგრეგატის, მექანიზაციისა თუ ავტომატიზაციის სისტემების და სხვა უამრავი მოწყობილობის ერთდროული, გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. არაერთი სამთავრობო ჯილდო, პრემია თუ დიპლომი აქვს მიღებული და არაერთი მადლობა წარმატებული მუშაობისათვის. ავტორი იყო უამრავი რაციონალური წინადადებისა, რომელთა პრაქტიკულმა დანერგვამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მოუტანა წარმოებას. ბერშუეთში დღესაც წარმატებით მუშაობს მის მიერ დამონტაჟებული წყალსაქაჩი სადგური. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.56-59
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

