The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ასპანაძე

სოსო ასპანაძე
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1975
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 2011  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი.

1996-1998სს. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. დაიწყო ვარჯიში კრივში და და 1989 წელს, 14 წლის ასაკში გახდა საქართველოს ჩემპიონი კრივში, ასევე მრავალი სხვა საერთაშორისო თუ სახელობითი ტურნირების გამარჯვებული, თუ პრიზიორი: 1990 წელს - ახალციხის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი; 1992 წელს - საქართველოს პირველობის პრიზიორი; 1996 წელს - ასევე პრიზიორი; მიიღო დავით კვაჭაძის სახელობის ტურნირის მედალი და მრავალი სხვა. მინიჭებული ჰქონდა სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდება. გახსნა კრივის საკუთარი სკოლა. 

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.15-17

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს ჩემპიონი (კრივი)

გააზიარე: