| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ბაინდურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მიღებული ჰქონდა მუსიკალური განათლება. იყო მაღალი დონის ხელოვანი. ილიკო სუხიშვილმა იგი მიიწვია სამოღვაწეოდ თავის ანსამბლში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო, ვერ მოახერხა შემოთავაზებით სარგებლობა. ცეკვავდა, მღეროდა, უკრავდა. კარგად ფლობდა რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტს, ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა და მოზარდ თაობებს აზიარებდა ხელოვნებას. მან თავისი მდიდარი შემოქმედებითი კვალი დაამჩნია გორის პიონერთა სასახლეს, ჯერ ცეკვის წრის ხელმძღვანელის, ხოლო შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, გორის რაიონის რამდენიმე სკოლას (ცეკვის მასწავლებელი), ქორეოგრაფიულ სკოლას (ხელმძღვანელი) და ა.შ. მიღებული ჰქონდა მრავალი სიგელი, დიპლომი და სხვა ჯილდო. იყო ქართული ხალხური ცეკვის ფესტივალის ლაურეატი ცეკვა "ქართულის" შესრულებისათვის. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.17-21
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

