The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ მელიქიშვილი

გრიგოლ მელიქიშვილი
სხვა სახელი:გრიგორ მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:1805
გარდაცვ. თარიღი:1890  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

XIX საუკუნის პირველი ქართული სტამბის ერთერთი ფუძემდებელი, მრავალი კულტურული საქმის მოთავე და ორგანიზატორი. გრიგოლ მელიქიშვილის წინაპრები აჭარაში ცხოვრობდნენ. XVI საუკუნეში, ოსმალთა მიერ ქრისტიან ქართველთა დევნისა და ძალით გამუსლიმების დროს, მელიქიშვილებმა კათოლიკობა მიიღეს და ახალციხეში გადასახლდნენ (რადგან რომის პაპთან შეთანხმების ძალით, ოსმალები კათოლიკეებს არ სდევნიდნენ). თვით გრიგოლ  მელიქიშვილი მეუღლითურთ (ანა) XIX საუკუნის ორმოციან წლებში თბილისში გადმოსახლდა და ბებუთაანთ ქუჩაზე საკუთარი სახლი აიშენა (სადაც შემდეგში მისმა შვილმა, მეცნიერ-ქიმიკოსმა პეტრე მელიქიშვილმა ქიმიური ლაბორატორიები მოაწყო). გრიგოლ მელიქიშვილი დიდი მამულიშვილი იყო, სწავლა-განათლებისა და მეცნიერების მოყვარული (რომლის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ იმ დროის მოწინავე ქართველი მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ბესარიონ და ნიკო ღოღობერიძეები, გიორგი წერეთელი და სხვ.). გრიგოლ მელიქიშვილმა XIX საუკუნის პირველი ქართული სტამბის დაარსებაში დიდი მონაწილეობა მიიღო: სტამბის მესვეურთა ამხანაგობაში (დიმიტრი ბაქრაძე, ნიკო ღოღობერიძე, ვახტანგ თულაშვილი და სტეფანე მელიქიშვილი) შეიტანა არა მხოლოდ თავისი შვილის, სტეფანეს გადასახდელი წილი – პაი, არამედ სტამბის დაარსებისათვის თანხის დანაკლისიც შეავსო, შვილი-სტეფანე მელიქიშვილი გაგზავნა ვენაში სასტამბო ასოს ჩამოსასხმელად და სტამბის მოწყობილობის ჩამოსატანად. პეტრე, სტეფანე, იოსებ (სოსიკო) და ეკატერინე (კეკე, სერგი მესხის მეუღლე) მელიქიშვილების მამა. ქველმოქმედი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.201-202; უნივერსიტეტის პირველი რექტორი : პეტრე მელიქიშვილი / კრებულის შემდგენელი მაია ტორაძე.-თბ.,2015


გააზიარე: