The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან თოდუა

ლევან თოდუა
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1966
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1993  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1988 წელს.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ლევან თოდუა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. კარგად ფლობდა სამხედრო ტექნიკას. იყო ბმპ-ეს ეკიპაჟის წევრი. ბატლიონის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოხალისეებისაგან შედგებოდა და 23-ე ბრიგადის ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენდა. მას ევალებოდა აჩადარას ხიდის და სოხუმში შემავალი ახალი მაგისტრალის დაცვა. 1993 წლის 16 მარტს, სოხუმზე შემოტევის დროს სოფელ აჩადარასთან, ლევან თოდუამ და მისმა ეკიპაჟმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ხანგრძლივი ორთაბრძოლების შემდეგ დაიღუპა ბრძოლის ველზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის

გააზიარე: