| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრეი ნოზდრინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა რუსთავის № 61-ე პროფტექნიკური სასწავლებელი ელექტროშემდუღებლის სპეციალობთ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ექვსთვიან სამხედრო სასწავლებელში მიიღო უმცროსი სერჟანტის წოდება. სამხედრო სამსახურს გადიოდა ნახჭევანში, საიდანაც გაიგზავნა სომხეთში მიწისძვრასთან დაკავშირებით მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად, რისთვისაც სპიტაკში მადლობა გამოუცხადა სამხედრო ხელმძღვანელობამ. ამის შემდეგ აქტიურად მუშაობდა საჩხერეში, დაზარალებული რაიონის აღდგენისათვის. 1992 წელს ქ. გორში გაიარა გადამზადება, შემდეგ გაგზავნილი იქნა ოჩამჩირეში, სადაც სოფელ ლაბრასთან მონაწილეობდა საომარ მოქმედებაში საქართველოს ტერიტორიის დასაცავად. დაიღუპა 1993 წლის 25 თებერვალს სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა აფხაზეთში ერთ–ერთი სამხედრო ოპერაციის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.331-332 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

